ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი გორში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი გორში - ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი დგას ი. ჭავჭავაძის და ვ. ლენინის ქუჩების გადაკვეთაზე, სკვერში მოქანდაკე. თ. ღვინიაშვილი, არქიტექტორი კ. ნახუცრიშვილი. გაიხსნა 1970 წ.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრინჯაოს ოთხმეტრიანი ქანდაკება დგას მუქი რუხი გრანიტის კვარცხლბეკზე (სიმ. 3,62 მ). მგოსანი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. ძეგლი შემოსაზღვრულია დაბალი პარაპეტით, რომელსაც აწერია პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1818-1845) და მისი ლექსის („ფიქრნი მტკვრის პირას“) ფრაგმენტი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები