ნიკო ფიროსმანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკო ფიროსმანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის და ძველი თბილისის რაიონები (ოქროსუბანი); ფიროსმანის მოედნიდან ვაგზლის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-50-იან წლებში. აღნიშნულია თბილისის 1876 წლის გეგმაზე მოლოკნების II ქუჩის სახელით. 1900 წლიდან – მოლოკნების. 30-იანი წლებიდან ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) სახელი ჰქვია.