ნინგიშზიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინგიშზიდა(შუმ.) „ბატონი ჭეშმარიტი (ან მადლიანი) ხისა“, ნაყოფიერების ღვთაება, მისი ემბლემაა ერთმანეთს გადაკლაკნილი, ვერტიკალურად აღმართული გველები, რომლებსაც ორივე მხარეს უდგანან ხელკვერთხიანი ფრთოსანი ურჩხულები.

ადაპას მითოსში ნინგიშზიდა თამუზთან არის დაწყვილებული; ცაში, ანუს კარზე ასულ ადაპას ისინი იქ დახვდებიან და მეოხებას გაუწევენ ანის წინაშე. ამავე ტექსტის მიხედვით ნინგიშზიდა თამუზთან ერთად იკარგება ქვეყნიდან, რის გამოც ადაპა ეას რჩევით ძაძით იმოსება.

მის ხთონურ (მიწისქვეშა) ბუნებაზე მიუთითებს გველის არსებობა მის ემბლემაში და აგრეთვე მისი გამოსახულება, როგორც წარმოდგენილია იგი ცილინდრულ საბეჭდავებზე: მისი მხრებიდან გველები ამოდის; ატარებს გრძელ წვერს და რქიან ტიარას; მას უპყრია ქალაქ ლაგაშის მთავრის ხელი და მიჰყავს იგი ტახტზე მჯდარი ღმერთისაკენ (ე.წ. წარდგინების სცენა).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები