ალექსი-მესხიშვილი ნინო ვლადიმერის ასული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილი ნინო ვლადიმერის ასული (დ. 24 აპრილი, 1896 – გ. 16 მაისი, 1956 ) – მსახიობი, გმირი-კოკეტკა, სახასიათო როლების შემსრულბელი, პედაგოგი, ფელეტონისტი. დაიბადა ქ. ტაშკენტში. ბავშვობიდანვე არტისტულ გარემოში იზრდებოდა. სწავლა ქუთაისში – კაუხჩოვის პროგიმნაზიაში დაიწყო; მოსკოვში საშუალო სასწავლებელი და პედაგოგიური კურსები დაამთავრა. სასცენო განათლება მოსკოვის სამხატვრო თეატრში (1912-1914), კ. ს. სტანისლავსკის სახსრით მიიღო. სცენაზე მოსკოვის მცირე სამხატვრო თეატრის განყოფილების „ღამურას“ («Л. М.» - «Летучая мыш») თეატრში სტანისლავსკის, სანინისა და ვლ. რიაბუევის რეჟისორობით გამოვიდა. დილეტანტობას მუდამ გაურბოდა.

1914-1916 წწ. «Л. М.» - «Летучая мыш» დასში მუშაობდა, 1916-1917 წწ. – ოპერეტაში, 1917-1919 წწ. – მოსკოვის დრამთეატრში, 1919-1922 წწ. – უკრაინაში (კიევში, ოდესაში), 1923-1924 წწ. – მოსკოვში, კორშის თეატრში, 1924-1925 წწ. – ლენინგრადის „კომედიაში“. როგორც პედაგოგი, სათეატრო სახელოსნოშიც მუშაობდა. წერდა სათეატრო ფელეტონებს, ხშირად გაუმართავთ მისი ბენეფისი, იუბილეც გადაუხადეს. რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში მრავალი ქება მიუძღვნეს. მისი განსაკუთრებული ასპარეზი საკონცერტო-საესტრადო, სახუმარო-სასიმღერო დარგი იყო. ბოლო ხანს საქართველოში ჩამოვიდა. 1917 წლიდან ხელოვნების მუშაკთა კავშირში გაწევრიანდა. 1929 წელს გასტროლები საქართველოს მასშტაბით ჰქონდა.

მისი აზრით, სცენაზე პირველყოვლისა მსახიობია, მაგრამ სასცენო ხელოვნების წარმატებისათვის მსახიობის, ავტორისა და რეჟისორის შეხმატკბილებაა საჭირო, რაც სამწუხაროდ ჯერ (1930) არ გვაქვს. ამ პერიოდში ნინო ალექსი-მესხიშვილი ქართულ სცენაზე აღარ მუშაობდა, რადგან, მისივე თქმით, ამის საშუალებას აღარ აძლევდნენ.

ჰყავდა ერთი ვაჟი.

წყარო:
1. ავტობიოგრაფია (ი. იმედაშვილი, „ქართული სცენის ალბომი“ (ხელნაწერი).


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები