ნინსუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინსუნა(შუმ.) „დედოფალი-ფური“, ურუქის ადგილობრივი მდედრი ღვთაება, როგორც ჩანს, ქალაქის მფარველი და ქალაქის მეფეთა მითოსური დედა. გილგამეშის ეპოსში ნინსუნა გამოყვანილია ხორციელ ქალად; თუმცა იგი გილგამეშის დედად არის ნაგულისხმევი, მაგრამ მისი მფარველი ქალღმერთის ნიშნებს ავლენს. ნინსუნა განმარტავს მის სიზმრებს, გამოდის მეოხედ, შუამავლად გილგამეშსა და შამაშს შორის; იგი დალოცავს მას ლაშქრობის წინ. გილგამეშის შუმერულ თქმულებაში ნინსუნას გვერდით იხსენიება ლუგალბანდა, ვითარცა მისი მეუღლე.

ნინსუნას მუდმივი ეპითეტებია „ფარეხის ფური“ ან „ფური ნინსუნა“, რაც ბუნებრივად გამომდინარეობს მისი სახელის ეტიმოლოგიიდან. თუმცა ნინსუნა, შესაძლოა, ეპითეტი იყოს მისი და არა საკუთარი სახელი.

ურის III დინასტიის ხანაში დინასტიურ მითოსში წინა პლანზე წამოიწია ნინსუნამ, როგორც ამ დინასტიის მითოსურმა დედამ; ნინსუნა მათი დედაა, ხოლო ლუგალბანდა მათი ღვთაება, გილგამეში – მათი „დიდი ძმა“. ეს ტრადიცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ურის III დინასტიის დამაარსებელი ურნამმუ ურუქელი იყო: „დიდი გილგამეშის ძმა ვარ მე, ნინსუნას ნაშობი შვილი ვარ მე, საზეპურო თესლი ვარ მე, დედაჩემის, ნინსუნას წიაღიდან ჩემთვის სასიკეთო ხვედრი გამოვიდა“ და სხვა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები