ნიონის შეთანხმება 1937
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიონის შეთანხმება – (ფაშისტურ სახელმწიფოთა წყალქვეშა ნავების მეკობრეობასთან ბრძოლის ღონისძიებათა შესახებ), ხელი მოაწერეს 14.IX ნიონში (შვეიცარია) საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის, საბერძნეთის, იუგოსლავიის ხმელთაშუა ზღვის საკითხებზე მოწვეულ კონფერენციაზე. შეთანხმება მხარეებს აკისრებდა იმ სახელმწიფოთა სავაჭრო გემების დაცვას საზღვაო ძალებით, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ესპანეთთან ომში: დაინტერესებულმა მთავრობებმა გაინაწილეს თავისი ტერიტორიული წყლების დაცვის ფუნქციები. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს დაეკისრა ნაოსნობის უშიშროების უზრუნველყოფა ღია ზღვაში დარდანელის სრუტემდე.