ნიორა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიორა სოკო (ლათ. Marasmius scorodonius რუს.Чесночник обыкновенный)
ქუდი – 1-3 სმ, ბრტყლად ამოზნექილია, ცენტრში ჩაღრმავებულია და ბორცვაკი ახასიათებს, ნაოჭიან-ზოლიანია, მოწითურო ყავისფერი. ფირფიტები ხშირია, ვიწრო, თეთრი.
ფეხი – 3-6X0,1-0,3, ტიტველია, ქუდის ფერი, ცილინდრული, ქვემოთ ბუსუსებიანი, ღრუ –ხრტილოვანი.
რბილობი – თხელი, მოთეთრო, ახასიათებს ნივრის სუნი. სოკოს გემოთი.
სპორები – 8-9X4-5მკმ, უფერო, ელიფსური, უფერული სპორების მტვერი-თეთრი.
იზრდება ჩამოცვენილ გამხმარ ტოტებსა და წიწვებზე, ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელია, გამოიყენება შესანელებლად ნივრის მაგივრად.