ნიჟარაძე გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ნიჟარაძე

ნიჟარაძე გივი — (1934 – 1999), ქართველი მთარგმნელი.

ესპანური ხალხური პოეზიიდან
თარგმნა გივი ნიჟარაძემ
ოდეს ერთვის ბაგეს ბაგე,
მჯერა, ვნების ცეცხლში შესულს,
რომ, სიცოცხლით გადამთვრალი,
შენს ტუჩებზე ვკოცნი შენს სულს.
ჩიტმა კლანჭში ოქროს ძაფით
გადუფრინა მწვანე დაბას...
ჩიტო, ძაფი გადმომიგდე,
გული გულს რომ გადავაბა.
შემიკერეთ წყვილი ჩექმა,
რომ მაღალი ქუსლი ჰქონდეს,
შევდგე ქუსლზე – ბაგე ჩემი
სატრფოს ბაგეს გაუსწორდეს.
ვცხოვრობ ქვეყნად მარტოსული.
ჩემი დარდიც სულ თან მახლავს,
ხეს რომ ვთხოვე ცოტა ჩრდილი,
ყველა ტოტი შემოახმა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები