ნიჟარაძე ენვერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენვერ ნიჟარაძე

ნიჟარაძე ენვერ – (1946), ქართველი პოეტი მთარგმნრლი. გამოცემული აქვს კრებულები: „მარადიული დღესასწაული” (1977), „მაღალი აფრა“ (1979), „ვარსკვლავები ქალაქის თავზე“ (1981), ლექსები (1984), „ხე მსხმოიარე“ (1989), „მზე ამოვა ქართველთა” (1990). თარგმნილი აქვს ებრაელ პოეტთა ლექსები. 1990 წლის შემდეგ 25 წლის განმავლობაში მოუხდა ემიგრაციაში ცხოვრება და იქ შექმნა წიგნი „გრიგოლ (აველონ) რობაქიძე“.


შემოდგომის სიმღერა
გაფითრებული და სევდიანი
დღე ეფინება მინდვრებს მოთელილს,
გესმის, ძვირფასო, ჩუმი შრიალი –
ეს სიმღერაა ხმელი ფოთლების.
ახლა ჩვენს ტყეებს ირგვლივ სხვა უვლის,
წყლის პირად ბუჩქებს უჩანთ წვივები,
ყურა დაუგდე... გესმის ხმაური –
ეს სიმღერაა შორი წვიმების.
ცა, შემოდგომის მზით ნაფერები,
თვლემს დაყრდნობილი მთების ყავარჯნებს,
დაიმახსოვრე ეს სიმღერები,
მოგენატრება კიდევ მრავალჯერ.
დაიმახსოვრე, ბოლო სურვილსაც
სანამდე ჟამი სულ მთლად მინისლავს,
სიმღერა ჩვენი სიყვარულისა,
სიმღერა ჩვენი სიყმაწვილისა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები