ნიჟარაძე ლევან
ნიჟარაძე ლევან – (Nijaradze Levan), ქართველი დიპლომატი, (დ.1963 – გ. 2016), 2014-2016 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში
დაიბადა 14 დეკემბერი, 1963 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათელება:
1980-1985 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
1994-95 – ვენის დიპლომატიური აკადემია.
სამუშაო გამოცდილება:
1991-დან – მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
1991-1992 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივანი;
1993-1995 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორული და ჰუმანიტარული ურთიერთოებების დეპარტამენტი. კულტურის განყოფილების უფროსი;
1995-1996 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი;
1998-1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;
1999-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორი;
2005-2007 – უკრაინაში საქართველოს საელჩო, უფროსი მრჩეველი;
2007-2009 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, ამერიკის სამმართველოს უფროსი;
2009-2010 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკის სამმართველოს უფროსი;
2010-2013 – ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ფლობდა: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.