ნიუ-იორკის თათბირი 1950
ნიუ-იორკის თათბირი 1950 (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეა მინისტრებისა). ჩატარდა 12-14 და I8.IX ნიუ-იორკში, თათბირის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს გფრ-ის შესვლას დასავლეთის სახელმწიფოთა „გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებში“, შეთანხმდნენ გფრ-ის ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაზე და ნება დართეს გფრ-ს, შეექმნა „მობილური საპოლიციო შენაერთები“. თათბირის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეეცვალათ გერმანიის საოკუპაციო სტატუსი. ნება დართეს გფრ-ის მთავრობას, შეექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამავე დროს თათბირის დასკვნით კომუნიკეში აღნიშნული იყო, რომ საომარი მდგომარეობის შეწყვეტა „არ შეეხებოდა სამი სახელმწიფოს უფლებებსა და სტატუსს გერმანიაში“ და საოკუპაციო სტატუტის შეცვლაში არ იგულისხმებოდა ოკუპაციის იურიდიული საფუძვლის რაიმე ცვლილება.