ნიქახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიქახიაღდის ქაღალდი, სასყიდელი, სარჩო. აჭარაში ადრე არსებული წესის მიხედვით, განქორწინებული ქალი ქმრეულში თავის მიტანილს მამისეულ სახლში წამოიღებდა და, ამასთან, ქმარს ე. წ. ნიქაჰს მოსთხოვდა. ნიქაჰი, იგივე, ახტი (აღდი) ნიშნობისა და ქორწინების განმამტკიცებელ ოფიციალურ საბუთს − აქტს წარმოადგენდა, რომელშიც პატარძლისა და სასიძოს მამისეული ოჯახების უფლებები და ვალდებულებები იყო ჩამოყალიბებული. მასში გათვალისწინებული იყო განქორწინების ფაქტიც.

სასიძო და პატარძალი აქტის გაფორმებას არ ესწრებოდნენ. მათ მაგივრობას ვექილები და მოწმეები ასრულებდნენ. მოწმევექილების როლში ქალისა და ვაჟის მამები, ძმები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავ-მოყვრები გამოდიოდნენ. აღდში მითითებული იყო გარკვეული თანხა. როცა ქმარი ცოლს უმიზეზოდ დატოვებდა, ვალდებული იყო მისთვის აღდში აღნიშნული თანხა გადაეხადა და მზითვი დაებრუნებინა. ცოლ-ქმრის გაყრისას შვილი წესის მიხედვით მამასთან რჩებოდა, განსაკუთრებით, ვაჟიშვილი, რომელიც ნოგროსა და გვარის გენეალოგიის გამგრძელებლად ითვლებოდა.

საქართველოს სხვა კუთხეშიც ქვრივი და, საერთოდ, ქალი, გაყრისას მემკვიდრეზე პრეტენზიას ვერ აცხადებდა. თედო სახოკია: „თუ ქმარმა მოისურვა თავის ცოლის გაშვება უნდა ნიქაჰი (სასყიდელი, სარჩო) მისცეს გაშვებულ ცოლს”


ლიტერატურა

სახოკია, 1985:237; მგელაძე, 1996; 2004; აჭარული დიალექტის... 1978:11.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები