ნიქსონის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნიქსონის დოქტრინა“ („გუამის დოქტრინა“), აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ჩამოაყალიბა 25.VII.I969 აშშ-ის პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა კუნძულ გუამზე გამართულ პრესკონფერენციაზე. გამოცხადდა ვიეტნამის ომში აშშ-ის ჯარების სერიოზული დამარცხებების და ამ ომის წინააღმდეგ ამერიკული საზოგადოებრიობის მზარდი პროტესტის პირობებში. „ნიქსონის დოქტრინამ“ დაადასტურა აშშ-ის კურსი სამხედრო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე ამ ქვეყნის მისწრაფება, თავს მოეხვია ე.წ. „ბირთვული დაცვა" იმ ქვეყნებისათვის, რომელთა მთლიანობას აშშ მიანიჭებდა საკუთარი უშიშროებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. რ. ნიქსონის აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში 1. II. 1970 „ნიქსონის დოქტრინა“ ჩამოყალიბდა როგორც აშშ-ის პოლიტიკის მთავარი პრინციპი არა მხოლოდ აზიის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართაც.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები