ნიშნიანიძე გიზო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიზო ნიშნიანიძე

ნიშნიანიძე გიზო — (1928 – 2011), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების – „ახალგაზრდა კომუნისტის“, „თბილისის”, „კომუნისტის”, „ნიანგის” რედაქციებში. მას ეკუთვნის წიგნები: „სიცილის არქივიდან” (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი „გიზო ნიშნიანიძე“, შეადგინა კრებული „დავით სარაჯიშვილი” და სხვა. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს ეძღვნება პოემა „პაემანი ვერაზე“. პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.


* * *
გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი.
რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს
ეს არის, ეს არის, ეს არის მთავარი!
თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!
ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე
შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,
ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები