ნიშნიანიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ნიშნიანიძე

ნიშნიანიძე გიორგი — (1935 – 1998), ქართველი მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ რეცენზენტად, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგედ. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მსოფლიოს პოეზიის არაერთი დიდი წარმომადგენლის პოეზია, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ინგლისელ და ამერიკელ ავტორებს.

ინგლისური ხალხური ბალადა
თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ
„მარტოდმარტო სად მიდიხარ, მშვენიერო ალვა?“
„ბაკში – ძროხის მოსაწველად, სერ“, – მიუგო ქალმა.
„რომ გამოგყვე, გეწყინება, მშვენიერო ალვა?“
„რასა ბრძანებთ! – როგორც გსურდეთ, სერ“, –
მიუგო ქალმა.
„ნეტა ვისი ასული ხარ, მშვენიერო ალვა?“
„მამაჩემი ფერმერია, სერ“ – მიუგო ქალმა.
„ცოლად ხომ არ გამომყვები, მშვენიერო ალვა?“
„დიახ, თქვენ თუ თანახმა ხართ, სერ“, – მიუგო ქალმა.
„მაგრამ მზითვად, მზითვად რა გაქვს,
მშვენიერო ალვა?“
„მხოლოდ სახე, მშვენიერი, სერ“, – მიუგო ქალმა.
„მაშინ, ალბათ, ვერ წაგიყვან, მშვენიერო ალვა“,
„კალთებს არვინ არ დაგახევთ, სერ“, – მიუგო ქალმა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები