ნიშხა-ნიშხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ნიშხა-ნიშხა“ – უძველესი ქართული საბავშვო თამაშობა, დაკავშირებული მზისა და გველეშაპის ბრძოლასთან ამ მითიური სიუჟეტის პირველწყაროდ მიჩნეულია დღე-ღამისა და წლის დროების, ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი ძალების ჭიდილის ამსახველი წარმოდგენები. მთავარი პერსონაჟი ბარბალუკა მზის ქალ-ღვთაების სახელია და მასვე განასახიერებს, ხოლო ნიშხა-ნიშხა გველეშაპის პერსონიფიცირებელ სახეს წარმოადგენს (ვ. ბარდაველიძე). თამაშობა „ნიშხა-ნიშხა“, მზისა და გველეშაპის ბრძოლის მითოლოგიურ სცენას ასახავს.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- ე. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), 1941;
- დ. ჯანელიძე, ხალხური თეატრის საწყისები, 1948;
- ელ. ვირსალაძე, ბარბოლ-ბარბარი ქართულ ფოლკლორში, საქ. სსრმეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVI, №2, 1955.