ნიცირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიცირი – (ბაბ.) „ხსნა“, „გადარჩენა“, სახელი მთისა, რომელსაც მიადგა წარღვნას გადარჩენილი ხომალდი (გილგამეშის ეპოსის XI დაფა). ამ სახელის მთა ნახსენებია აშურბანიფალ II-ის (883-889 წ.წ.) ანალებში; იგი მდებარეობდა, როგორც ჩანს, ზაგროსის მთიანეთში, მდ. ქვემო ზაბის სამხრეთით.

წარღვნის მითოსში ნიცირი არის ის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც პირველად გამოჩნდა წარღვნის მიქცევისას. აქედან გაუშვა წარღვნის გმირმა ფრინველები მიდამოს დასაზვერად; მის წვერზე დაიდგა პირველი საკურთხეველი წარღვნის შემდეგ და შეწირული ზვარაკის სუნმა აქეთ მოიზიდა ღმერთები, რომლებიც „ბუზებივით შემოეხვიენ მსხვერპლის შემწირველს“. რაკი ეს იყო ის ადგილი ხმელეთისა, სადაც წარღვნის გმირმა დაინახა წარღვნის წყლების დაკლება და კატასტროფის დასასრული, ამ მთასაც შესაფერი სახელი ეწოდება ნიცირი – „თავშესაფარი“, „ხსნა“.

მითოსური ასპექტით, ნიცირის გამოჩენა წარღვნის შემდეგ იმეორებს პირველ კოსმოგონიურ აქტს, როდესაც წყლიდან ამოიზიდა პირველი ხმელეთი მთის სახით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები