ნიჯგორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიჯგორი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400-1450 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან 9 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 375. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (97 %) – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და ნასოფლარი. სახელწოდება ძველი ქართულია და ნიშნავს „საისრე დიდი კარპაჭი”. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით კი იგი არის „დიდი ქარქაში ხმალთა”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები