ნოვეჩენტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნოვეჩენტო“ („XX საუკუნე“) – მიმდინარეობა იტალიურ ხელოვნებაში, რომელიც უპირისპირდება ნეოკლასიციზმს. „ნოვეჩენტოში“, გაერთიანებული მხატვრების ძირითად პრინციპს შეადგენდა ისეთი ხელოვნების შექმნა, რომელიც გააცოცხლებდა უძველეს მითებს, მაგრამ არა მიბაძვით, როგორც ეს ნეოკლასიცისტებს ჰქონდათ, არამედ ახლად შეძენილი „სულიერი სიახალგაზრდავის“ სახეთა შექმნით. თანამედროვე სინამდვილე ნოვეჩენტისტების მიერ გაგებული იყო, როგორც ფაშისტური სინამდვილე და თავისი შემოქმედების მიზანს ხედავდნენ მის სახელგანთქმაში, ახალ „მითთა შემოქმედებაში“. „ნოვეჩენტოს“ პირველი დიდი გამოფენა შედგა 1926 წელს. მონაწილეობდა 114 მხატვარი, მათ შორის ფუტურისტები და ყოფილი „მეტაფიზიკოსები“.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები