ნორმატივები (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორმატივები - (ლათინური normatio - მოწესრიგება), მეცნიერულად დასაბუთებული მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ ჯარების ყოველდღიურ საქმიანობას, საბრძოლო მოქმედებების წარმოების და ყოველმხრივი უზრუნველყოფის პროცესებს.

ნორმატივებს ყოფენ რამდენიმე ჯგუფად. პირველ ჯგუფს განეკუთვნება ნორმატივები, რომლებიც ახასიათებენ სამხედრო მოსამსახურეების (ეკიპაჟების, ქვედანაყოფების და სხვა) მიერ განხორციელებულ გარკვეულ მოქმედებებს; დროის, რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციასთან.

მეორე ჯგუფს შეადგენს ნორმატივები, რომლებიც ახასიათებენ შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესს.

მესამე ჯგუფს განეკუთვნება ნორმატივები, რომლებიც განსაზღვრავენ მატერიალური საშუალებების ხარჯვას. ცაკლე ჯგუფს წარმოადგენს კომპლექსური ნორმატივები, რომლებიც ჯარების (ძალების) გამოყენების ოპერატიულ - ტაქტიკურ ასპექტებს ახასიათებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები