ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია - (normal pressure hydrocephalus), თავის ტვინის პარკუჭების გაფართოება ლიქვორის უკუშეწოვის (აბსორბციის) დარღვევის გამო, ამასთან, ლიქვორის მოძრაობას პარკუჭოვან სისტემაში რაიმე წინააღმდეგობა არ ექმნება. ლუმბალური პუნქციით თავ-ზურგ-ტვინის სითხის წნევა ნორმის ფარგლებშია. მიზეზი შეიძლება იყოს თავის ქალას ტრავმა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მენინგიტი; ზოგიერთი შემთხვევა კი აშკარად იდიოპათიურია. ამ პათოლოგიის შედეგი შეიძლება იყოს შემპარავად დაწყებული პროგრესირებადი დემენცია, მსუბუქი პირამიდული ნიშნები, შარდის შეუკავებლობა, დამახასიათებელია მოუქნელი (ტლანქი) სიარული.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები