ნოტოკოტილიდოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოტოკოტილიდოზი – (notocotylidoses; აღმძვრელის გვარის დასახელება Notocotylus + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – შინაური იხვებისა და ბატების, გარეული წყალმცურავი ფრინველების ჰელმინთოზები. აღმძვრელები მიეკუთვნებიან Notocotylidae-ს ოჯახს, Trematoda-ს კლასს; პარაზიტობენ სწორ და ბრმა ნაწლავებში. ნოტოკოტილიდოზი გავრცელებულია ყველგან. უპირატესად, მოზარდეული ავადდება.

კლინიკური ნიშნები არადამახასიათებელია. ინტენსიური დაინვაზიებისას უფროსი ასაკის ფრინველი ძლიერ გამხდარია, ხოლო მოზარდეული იღუპება.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები