ნოუ-ჰაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნოუ-ჰაუ“ - (“know-how”, <ingl. know-how ვიცი როგორ), წარმოების საიდუმლოებათა ამსახველი განზოგადებული ტერმინი, მთლიანად ან ნაწილობრივ კონფიდენციალური (საიდუმლოდ გასანდობი) ცოდნის, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური ხასიათის ცნობების ერთობლიობა, რომელთა გამოყენება განსაზღვრულ უპირატესობებს ანიჭებს მათ მიმღებ პიროვნებას თუ ფირმას.

„ნოუ-ჰაუ” დაუპატენტებელი ლიცენზიაა. უფლებრივი დაცვის არქონამ განსაზღვრა „ნოუ-ჰაუს” ხელშეკრულების სპეციფიკა, რომელიც შეიცავს სპეციალურ პუნქტს გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და მისი დარღვევის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების შესახებ. „ნოუ-ჰაუ” (ისევე როგორც ლიცენზია) არის რეალიზაცია წარმოებრივი დანიშნულების არაკვლავწარმოებადი ცოდნისა, რომელსაც ფლობს გამყიდველთა შეზღუდული რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვის ობიექტი ხდება არა ცოდნის გამოყენების უზრუნველყოფისათვის გაწეული მომსახურება, არამედ თვით ცოდნა, როგორც მონოპოლიური საქონელი. ამის შედეგად, „ნოუ-ჰაუს” ფასი მონოპოლიურია და განისაზღვრება მასზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები