ნოშიო სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოშიო სოკო

ნოშიო სოკო – (ლათ. Lactarius controversus Fr.), 30 სმ-მდე სიგანის თეთრი, ძაბრისებრი ქუდის ზედაპირზე დამახასიათებელია წყლით გაჯერებული კონცენტრიული წრეები და ბოჭკოვან-ბუსუსებიანი კიდეები. ფირფიტები მოვარდისფროა, ძალიან ხშირი და ფიწლისებრ განტოტვილი.

მოთეთრო ან მოვარდისფრო ფეხის სიგრძე 2-5 სმ, დიამეტრი 2-3 სმ, სპორების ფხვნილი მოვარდისფრო ღია ყვითელია. სოკოს წვენი თეთრი და ძლიერ ცხარეა. დამწნილებული იჭმევა, საშუალო ხარისხის სოკოთა კატეგორიას განეკუთვნება. იზრდება ზაფხულ-შემოდგომაზე ფოთლოვან, განსაკუთრებით მთრთოლავი ვერხვის კორომებში.


წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები