ნუტალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუტალია – (ინგლისელი მეცნიერის გ. ნუტალის პატივსაცემად), უმარტივესები; მიეკუთვნებიან Theileriidae-ს ოჯახს, Piroplasmida-ს რაზმს. ნუტალიებს (ნუტალიოზის აღმძვრელები პარაზიტობენ სისხლში) ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვთ. მათი სხეულის ზომა ერითროციტის რადიუსის ტოლი ან მასზე ნაკლებია. თბილსისხლიანი ცხოველების ორგანიზმში ისინი ოთხად დაყოფის გზით მრავლდებიან. ერითროციტებში მათთვის დამახასიათებელია მალტიური ჯვრის ფორმა.