NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონი

„ო“ქართული ანბანის მეთოთხმეტე (ძველი ქართული ანბანის მეთექვსმეტე) ასო. მისი სახელია „ონი“; გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის საშუალო აწეულობის (ბაგისმიერი) ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴍ. მისი მოხაზულობაა წრისა და რკალის კომბინაცია, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴍ კუთხოვანი ფორმისაა. მხედრული ო მომრგვალებული კონტურის მქონეა.

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამოცდაათს (70).



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%9D&oldid=216923“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები