ოაზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰუაკაჩინა, ოაზისი პერუში

ოაზისი (ბერძ. óasis საცხოვრებელი ადგილი, სიცოცხლე), – ხემცენარეებით ან ბუჩქნარითა და ბალახით შემოსილი ნაკვეთები, აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონები უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე. ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები მერყეობს რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ კოლომეტრამდე. ხშირ შემთხევაში შეიცავს მიწისქვეშა წყლებს, ზოგჯერ არტეზიულსაც. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები