ობიექტივის განათება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ობიექტივის განათება (გასხივოსნება ანუ ცისფერი ოპტიკა) – ობიექტივის განათების მიზნით ლინზების ზედაპირზე იქმნება თხელი გამჭვირვალე აპკი, რომლის სინათლის გარდატეხის მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე მინისა, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. ობიექტივის განათების შედეგად ლინზების ზედაპირიდან არეკლილი სინათლის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, გამოსახულება ინარჩუნებს ნორმალურ კონტრასტს, ქრება გაფანტული (პარაზიტული) სინათლისაგან წარმოქმნილი გამოსახულება და შარავანდი, იზრდება ობიექტივის ე.წ. ეფექტური შუქძალა.ობიექტივის განათება დამყარებულია მოვლენაზე, რომელიც ფიზიკაში ცნობილია სინათლის ინტერფერენციის სახელწოდებით.