ობიექტივის ფარდობითი ხვრელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობიექტივის ფარდობითი ხვრელი (ანუ ობიექტივის გეომეტრიული შუქძალა) – რომელიც განსაზღვრავს განათებულობას გამოსახულების სიბრტყეში (ფირზე) და მკაფიო გამოსახულების არეს. ობიექტივის გეომეტრიული ფარდობითი ხვრელი არის ობიექტივის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, გამოიხატება ობიექტივის დიამეტრისა და ფოკუსური მანძილის შეფარდებით, წარმოდგენილს წილადის სახით, რომლის მრიცხველი ყოველთვის 1-ის ტოლია. ობიექტივის ფარდობით ხვრელზე დამოკიდებულია ობიექტივის შუქძალა და გამოსახულების სიმკვეთრე. არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ობიექტივის ფარდობითი ხვრელის ეფექტიური შუქძალა, სადაც ობიექტივის გეომეტრიულ შუქძალასთან ერთად გათვალისწინებულია აგრეთვე ობიექტივის ლინზების შუქგამტარობის კოეფიციენტი. ობიექტივის ეფექტური შუქძალა არ ემთხვევა ობიექტივის გეომეტრიულ შუქძალას და გამოიხატება, ობიექტივზე ცალკე სკალით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები