ობრუჩევი ვლადიმერ
ვლადიმერ ობრუჩევი – (რუს. Обручев, Владимир Афанасьевич, 1863-1956), რუსი გეოლოგი და გეოგრაფი, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ციმბირის მკვლევარი.
1886 წლიდან დაწყებული მან თავისი „ექსპედიციებით გამოიკვლია ჩინეთი, მონღოლეთი, შუა აზია, ბაიკალის მიდამოები, ლენა-ვიტიმის რაიონი, ალტაი, ყაზახეთის აღმოსავლეთი ნაწილი , მოსაზღვრე ჯუნგარია და იმოგზაურა კუზნეცკის ალატაუზე, კავკასიასა და ამიერკავკასიაში, ყირიმში, დონბასში, კრასნოიარსკის რაიონში და სხვა ადგილებში. ობრუჩევმა თვისი მნიშვნელოვანი კვლევითი მუშაობის პროცესში გაიარა 14.000 კმ და დააგროვა მდიდარი მასალა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც გეოლოგიისათვის, ისე გეოგრაფიისათვის. ამ მასალებმა ობრუჩევს მისცა საშუალება გაერკვია ციმბირის არა მარტო ტექტონიკა, არამედ სასარგებლო მთა-მადნეულის გავრცელება.
ვ. ა. ოპრუბევი არაერთი შრომების ავტორია, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მრავალტომიანი „ციმბირის გეოლოგია“. მის კალამს ეკუთვნის მეტად საინტერესო მეცნიერულ-პოპულარული წიგნი „კიახტიდან კულჯამდე, მოგზაურობა ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში“.