ობსერვაცია (სამედიცინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ობსერვაცია - (ლათინური observatio - დაკვირვება), იზოლაციის პირობებში იმ პირებზე სამედიცინო დაკვირვება, რომლებიც საკარანტინო ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტში იმყოფებიან ან საკარანტინო დაავადებების კერის გარეთ გადიან შესაბამისი დაავადების საინკუბაციო პერიოდს მაქსიმალური ვადით; საიზოლაციო-შემზღუდავი ერთ-ერთი ღონისძიება.
ობსერვაცია ითვალისწინებს: გაძლიერებულ სამედიცინო დაკვირვებას, პირადი შემადგენლობის გადაადგილების შეზღუდვას, მასობრივი ღონისძიებების დროებით აკრძალვას და ა.შ.