ობტიურატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობტიურატორი – კინო და კოპირაპარატების მექანიკური ფარი. მისი დანიშნულებაა კადრის სარკმელში ფირის მოძრაობისას ფირი დაიცვას (დაფაროს) სინათლის ზემოქმედებისაგან, ხოლო ფირის გაჩერებისას ობტიურატორის (ჭრილის) საშუალებით ხდება კადრის (ფირის) ექსპონირება. კინოპროექტორებში კი ობტიურატორი ფარავს სინათლის წყაროს (შესაბამისად, ეკრანზე სინათლის მოხვედრას) კადრების მონაცვლეობის მომენტში. პროფესიულ კამერებში ობტიურატორი ორი პარალელური დისკოსაგან შედგება, რომლების საპირისპირო მოძრაობით შესაძლებელია ობტიურატორის ჭრილის კუთხის შეცვლა. თანამედროვე კამერებში ობტიურატორი აქვს სარკიანი ზედაპირი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები