ოდიგატრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოდიგატრია, ოდიგიტრია - (ბერძნ. Οδηγητρια — გზის მაჩვენებელი), მეგზური, გზის მაჩვენებელი. ღვთისმშობლის იკონოგრაფიული გამოსახულება, რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახულია ყრმა ღმერთით - მარცხენა ხელში. მაცხოვარი მარჯვენა ხელით აკურთხებს მაყურებელს, ხოლო მარცხენაში გრაგნილი უჭირავს. ხატზე გამოკვეთილია ქრისტეს ღვთაებრიობა - ღვთისმშობელი მასზე მიუთითებს ხელით და მიანიშნებს იესოს მეუფებაზე.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.