ოვერდრაფტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოვერდრაფტი - (overdraft), საბანკო დაკრედიტების სისტემა, პირველად გამოყენებული შოტლანდიური ბანკების მიერ, რომლის მიხედვითაც მსესხებელს ეძლევა უფლება, გამოწეროს ჩეკი თავისი საბანკო ანგარიშის ბალანსს ზემოთ რიცხული თანხიდან სპეციალურად შეთანხმებულ ოდენობამდე და გადაიხადოს ყოველდღიური პროცენტი ამ თანხიდან. ბანკს შეუძლია მოითხოვოს ან არ მოითხოვოს კრედიტის უზრუნველყოფა.