ოზაიჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოზაჲ-დან)
ოზაჲ / ოზაჲჩი (ბალყ.-ყარაჩ. Озай/Озайчы) – ქარგვის, ქსოვისა და ხალიჩების წარმოების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ჰყავს ვაჟი – ყანების მფარველი გჲუდჲურჲუ, რომლის სადიდებელი სიმღერა ოზაჲს ხსენიებით იწყება. პატარძლის პირველ ქარგვასთან დაკავშირებული რიტუალის დროს ოზაჲს ბატკანს სწირავდნენ და ე. წ. „ოზაჲღა ბარიუს“ (Озайгъа барыу) ცეკვავდნენ.
ლიტერატურა
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
- Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.