ოზონი
ოზონი − (ბერძ. ózōn სუნი < ძვ. ფრანგ. odor სუნი, პარფიუმი, არომატი), დამახასიათებელი სუნ-ის მქონე, არამდგრადი, ძლიერი დამჟანგველი აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს.
ქიმიური ფორმულა – O3;
სიმკვრივე °C-ზე – 2,1445 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – –192,2°C;
დუღილის ტემპერატურა – –112,0°C.
წარმოიქმნება ჟანგბადისაგან ჭექა-ქუხილის დროს, შედუღებითი სამუშაოებისას, ჟანგბადზე სწრაფი ნაწილაკების ზემოქმედებით და სხვ. ო. ფენა თითქმის სრულად შთანთქავს მოკლე ტალღის სიგრძის მზის სხივებს, იცავს დედამიწაზე ცოცხალ ორგანიზმებს მზის რადიაციის (მოკლე ულტრაიისფერი სხივების) მავნე მოქმედებისგან. გამოიყენება: ჰაერის გასაწმენდად და კონდიცირებისთვის; ორგანული ნივთიერებების სინთეზისთვის; კვების მრეწველობაში – როგორც ბაქტეროციდული საშუალება; წყლის გაუსნებოვნებისთვის; ქაღალდის გასათეთრებლად; სათავსისა და ტანსაცმლის დეზინფექციისათვის; აგრეთვე ქაფურის, ვანილინის, ცხიმოვანი მჟავებისა და სხვ. მისაღებად. მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები თხევადი ოზონის გამოიყენებისა (ჟანგბადის ნაცვლად) სარაკეტო ტექნიკაში, როგორც მაღალენერგეტიკული და ეკოლოგიურად სუფთა განმჟანგავის.