იოსელიანი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ იოსელიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი – (დაიბადა 1934 წელს თბილისში, საქართველო) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. 1984 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, სადაც ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო.

1965 წელს დაამთავრა ВГИК-ის სარეჟისორო ფაკულტეტი. იოსელიანის ორიგინალური რეჟისორული სტილი ნათლად გამოვლინდა მის პირველსავე სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოუტანა რეჟისორს (კანის კინოფესტივალზე ფიპრესის პრიზი და ჟორჟ სადულის პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის).

ფილმოგრაფია:

  • 1964 — „თუჯი“ დოკუმენტური
  • 1962 — „აპრილი“
  • 1966 — „გიორგობისთვე“
  • 1970 — „იყო შაშვი მგალობელი“
  • 1975 — „პასტორალი“
  • 1984 — „მთვარის ფავორიტები“
  • 1989 — „და იქმნა ნათელი“
  • 1992 — „ნადირობა პეპლებზე“
  • 1996 — „ავაზაკები, თავი VII“
  • 1999 — „ჭეშმარიტება ღვინოშია“
  • 2010 — „შანტრაპა“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1966 — „გიორგობისთვე“ (კანის კინოფესტივალზე ფიპრესის პრიზი და ჟორჟ სადულის პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის)
  • 1976 — „პასტორალი“ (ფიპრესის პრიზი ბერლინის კინოფესტ.)
  • 1984 — „მთვარის ფავორიტები“ (ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის კინოფესტ.)
  • 1989 — „და იქმნა ნათელი“ (ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის კინოფესტ.)
  • 1996 — „ავაზაკები, თავი VII“ (ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის კინოფესტ.)
  • 2006 — საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (საფრანგეთი)

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები