ურუშაძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ ურუშაძე-დან)
ურუშაძე ოთარ – (1940), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თსუ. პროფესიით არის ჰიდრონჟინერი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „სიყვარული გადაგვარჩენს“ (1999), „თბილისო ჩემო“ (2000), „Dum spiro, spero! ანუ ისუნთქეთ იმედით“ (2003).
- რუსთაველის გამზირი
- სევდით გასცქერის „მაკდონალდს“ შოთა,
- ახალ ქართველებს, მათ აჭრილ მოდას.
- მის ფერხთით მდგომი პატარა ბიჭი,
- აგინებს მრუშად საკუთარ დედას,
- დავითის გენი, ილიას ენით,
- გულით საფიცარს, ვალს უხდის გესლით.
- სად წამოვკარით ტროტუარს ფეხი,
- სად ჩაგვეშალა საფეხურები,
- სად გადაბრუნდა ჩვენი ურემი.
- აღარც ბორჯომი, ლაღიძის წყლები,
- ქართული სულის და ეშხის მჩენი.
- რა შემოგვიჩნდა? რას ვერ ველევით?
- სად გაფრენილან დღეს ბეღურები?
- ჩამოუყრიათ ჭადრებს ყურები,
- დღეს ჩემს რუსთაველს აღარ ატყვია
::გალაკტიონის ნაფეხურები.