ურუშაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ ურუშაძე

ურუშაძე ოთარ – (1940), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თსუ. პროფესიით არის ჰიდრონჟინერი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „სიყვარული გადაგვარჩენს“ (1999), „თბილისო ჩემო“ (2000), „Dum spiro, spero! ანუ ისუნთქეთ იმედით“ (2003).


რუსთაველის გამზირი
სევდით გასცქერის „მაკდონალდს“ შოთა,
ახალ ქართველებს, მათ აჭრილ მოდას.
მის ფერხთით მდგომი პატარა ბიჭი,
აგინებს მრუშად საკუთარ დედას,
დავითის გენი, ილიას ენით,
გულით საფიცარს, ვალს უხდის გესლით.
სად წამოვკარით ტროტუარს ფეხი,
სად ჩაგვეშალა საფეხურები,
სად გადაბრუნდა ჩვენი ურემი.
აღარც ბორჯომი, ლაღიძის წყლები,
ქართული სულის და ეშხის მჩენი.
რა შემოგვიჩნდა? რას ვერ ველევით?
სად გაფრენილან დღეს ბეღურები?
ჩამოუყრიათ ჭადრებს ყურები,
დღეს ჩემს რუსთაველს აღარ ატყვია

::გალაკტიონის ნაფეხურები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები