ოთარ ქინქლაძის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ ქინქლაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას ქუჩიდან პიატიგორსკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წ. შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ანას ქუჩა. 1923 წლიდან – ა. ეგოროვის (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე). შემდეგ პ. შირშოვის სახელი ერქვა. ო. ქინქლაძის სახელი ეწოდა 1997 წელს.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები