ოკამი (სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკამი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ოკამის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ზემო წელში, ზღვის დონიდან 1730-1765 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდანსამხრეთ-დასავლეთით 18 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 552, მათი უმრავლესობა (78 %) ქართველია. ცხოვრობენ აგრეთვე სომხები (21 %) (2002). ძველად საკათალიკოსო სოფელი ყოფილა. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. აქ აჭარიდან ჩასულმა ეკომიგრანტებმა ააგეს ორსართულიანი მეჩეთი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები