ოკუპაციური დისტონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკუპაციური დისტონია - კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გვხვდება მუსიკოსებს შორის და ეს მათი კარიერისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამას მრავალი მიზეზი აქვს, კერძოდ, ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული დაზიანება, პერიფერიულ ნერვებზე ზეწოლა და ლოკალური დისტონია. ეს მდგომარეობები უნდა შეაფასოს ამ სფეროში გამოცდილმა სპეციალისტმა. მნიშვნელოვანია წარმოდგენასთან დაკავშირებული შფოთვაც, რომელიც გავლენას ახდენს შესრულების ხარისხზე. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ბეტა-ბლოკატორები; ბევრი მუსიკოსი ამ პრეპარატებს ხშირად ექიმის მეთვალყურეობის გარეშეც იყენებს. ზოგ შემთხვევაში შფოთვის მართვის ტექნიკა საკმაოდ ეფექტურია (სხვა ოკუპაციურ დისტონიებს განსხვავებული ნიშნები და მახასიათებლები აქვს, მაგ., „აქციონერების ყბა“ ან „გოლფის მოთამაშეების თეძო“.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები