ოლიმპიური ფიცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური ფიცი პირველად წარმოთქვა ბელგიელმა წყალბურთელმა და მოფარიკავემ, სამი ოლიმპიადის მონაწილემ ვიქტორ ბოინმა, 1920 წელს ანტვერპენის თამაშების გახსნის ცერემონიაზე

ოლიმპიური ფიცი - ოლიმპიური სიმბოლო. ანტიკური თამაშებისათვის ტრადიციული რიტუალის - ფიცის დადების ცერემონიის აღორძინების იდეაც პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის. ფრანგმა ბარონმა ეს იდეა 1913 წელს გააჟღერა და ფიცის ტექსტიც შეადგინა.

„ყველა სპორტსმენის სახელით პირობას ვდებ, რომ ოლიმპიურ თამაშებში პატიოსნად, წესების დაცვით და ჭეშმარიტი სპორტული სულისკვეთებით ვიასპარეზებთ. სპორტის სადიდებლად და ჩვენი გუნდების ღირსების დასაცავად!“

ვინაიდან 1916 წელს ოლიმპიადა არ გამართულა, სპორტსმენების ფიცი პირველად 1920 წელს ანტვერპენის თამაშების გახსნის ცერემონიაზე გაჟღერდა. ფიცი ცნობილმა ბელგიელმა მოცურავემ, წყალბურთელმა და მოფარიკავემ, სამი ოლიმპიადის მონაწილე ვიქტორ ბოინმა წარმოთქვა. იქიდან მოყოლებული, ოლიმპიური ფიცი ყველა თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჟღერს.

1924 წელს შამონიში, ზამთრის პირველ ოლიმპიადაზე ფიცი ფრანგმა მოთხილამურემ კამილ მანდრიონმა დადო.

1956 წელს კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის ოლიმპიადაზე ფიცი პირველად წარმოთქვა ქალმა, სამთო მოთხილამურე ჯულიანა კენალ-მინუცომ. ზაფხულის თამაშებზე კი ქალთაგან პირველს ასეთი პატივი, 1972 წელს მიუნხენში, მძლეოსან ჰაიდი შულერს ერგო. 1972 წლიდან მოყოლებული, პატიოსანი და ობიექტური მსაჯობის ფიცს არბიტრებიც დებდნენ. 2012 წელს ლონდონსა და 2014 წელს სოჭის ზამთრის თამაშებზე, ოლიმპიური ფიცი უკვე მწვრთნელებმაც წარმოთქვეს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები