ოლშოევკი სტეფან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტეფან ოლშოევკი – (პოლონ. Stefan Michał Olszowski; 28 აგვისტო 1931, — 19 დეკემბერი 2023, ნიუ-იორკი). პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1956-60 – პოლონელ სტუდენტთა კავშირის მთავარი საბჭოს თავმჯდომარე, სოციალისტური ახალგაზრდობის კავშირის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს წევრი;
1960-63 – პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის (პგმპ) პოზნანის სავოევოდო კომიტეტის წევრი;
1963-68 – პგმპ-ის ცენტრალური კომიტეტის პრესის ბიუროს ხელმძღვანელი;
1968-71 – 1976-50 და 1980-82 – პგმპ-ის ცენტრალური კომიტეტის მდივანი;
1971-76 – პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი;
1980 – პოლონეთის ელჩი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში;
1982-85 – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.