ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი ცენტრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი ცენტრები - სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები, რომლებიც სწავლობენ ომებს და საომარ კონფლიქტებს, საერთაშორისო უსაფრთხოებას და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას.
ისინი ან თავიანთ შემადგენლობაში იღებენ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ წევრებს - სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, ან მოქმედებენ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.
ასეთი ცენტრების საქმიანობას აფინანსებენ კერძო ფონდები, კორპორაციები, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე ფინანსდებიან საკუთარი საგამომცემლო პროდუქციის ხარჯზე.
ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელ ყველაზე ცნობილ, ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ:
- სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი IISS
- მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი IIP
- მშვიდობის და ევროპის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრი
- ოსლოს მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი PRIO
- ჟენევის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი JIPRI
- მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ასოციაცია IPRA