ომფალე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

ჰერაკლე და ომფალე.
ლუკრეციუსის სახლის კედლის მოხატულობა (ძვ.წ. III ს.), ნეაპოლი არქეოლოგიური ნაციონალური მუზეუმი
ლუკრეციუსის სახლის კედლის მოხატულობა (ძვ.წ. III ს.), ნეაპოლი არქეოლოგიური ნაციონალური მუზეუმი
ომფალე – (ბერძნ.) ლიდიის დედოფალი. ტმოლოსის ქვრივი, რომელსაც ემსახურებოდა ჰერაკლე. იგი დაისაჯა ექალიის მეფისწულის მკვლელობის გამო. ჰერაკლემ ერთი წელი (სხვა ვერსიით, სამი წელი) დაჰყო ომფალეს სასახლეში და ქალის სამოსში გამოწყობილი სხვა მონა ქალებთან ერთად მის ყოველ სურვილს ასრულებდა. თავად ომფალეს ჰერაკლესეული ლომის ტყავის და კომბლის ტარება მოსწონდა. ზოგჯერ მას ჰერაკლეს მეუღლედაც ასახელებენ. მცირე აზიაში ომფალეს ქალთა მფარველ ქალღმერთად თვლიდნენ და აფროდიტეს ამსგავსებდნენ.
ანტიკური და გვიანი ხანის მოქანდაკეები და მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ ჰერაკლეს ომფალეს კარზე. ეს მათი საყვარელი სიუჟეტი იყო.