ომფალოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომფალოსი(ბერძნ.) წმინდა ქვა, რომელიც დელფოს აპოლონის ტაძარში იდო. ბერძენთა რწმენით, ეს იყო დედამიწის შუაგული ანუ ჭიპი, როგორც მას ძველები უწოდებდნენ.

გადმოცემათა თანახმად, როდესაც ზევსმა განიზრახა დაედგინა, თუ სად მდებარეობდა დედამიწის ცენტრი, მან ერთდროულად, აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთისაკენ ორი არწივი აფრინა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დელფოში. მათი შეხვედრის ადგილზე დაიდო ომფალოსი, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კიდეებთან აღმართეს არწივის ორი ოქროს ქანდაკება. არწივზე მჯდომ აპოლონს ხშირად გამოსახავდნენ მხატვრები. გვიანი ხანის ავტორები ომფალოსს პითონის საფლავის ქვას უწოდებდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები