ონკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონკანი

ონკანი – ჩამკეტი მოწყობილობა, რომლის მოძრავ დეტალს აქვს ბრუნვითი სხეული ნახვრეტით ნაკადის გასაშვებად. მისი გადაკეტვით ჩერდება ნაკადის გავლა. ნაკადის მიმართულების მიხედვით არის გამტარი (ნაკადის სწორხაზოვანი მოძრაობით), კუთხური (ნაკადის გადახრით 90°-ით) და სამსვლიანი (სამი მილსადენით). დანიშნულების მიხედვით არსებობს ონკანის სახეები: ბურთულიანი, გადამშვები, გამომშვები, კომპრესიის, მამოწმებელი, მკვებავი, საავარიო, საკონტროლო, სასინჯი, საქრევი, საჩერებელი, სახანძრო, საჰაერო, შემშვები, ჩამოსაშვები, ჩამკეტი, წყალსადენის, წყალსაზომი, წყალსაღები, წყალჩამოსაშვები, ხანძარსაქრობი, ჰაერისა და სხვ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები