ონქოცერკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ონქოცერკოზი – (onchocercosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Onchocerca + osis დაავადება) – ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Onchocerca-ს გვარის ნემატოდები, პარაზიტობენ მყესებსა და იოგებში (ზრდასრული ფორმები) და კანში (ლარვული ფორმები). გავრცელებულია ყველგან.
დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს. ავადდება ცხენი, ძროხეული. ონქოცერკოზით დაავადებული ცხენი კოჭლობს, მინდაოს მიდამოში მას უვითარდება აბსცესი და ფლეგმონა. მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვს გამოხატული კლინიკური ნიშნები არ აქვს.