ონჯოხეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონჯოხეთი – მთიანი სოფელია საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში (გადიდის თემი), მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 280 მეტრი. ვანიდან 7 კმ.

სახელწოდება

ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით სოფლის სახელწოდება სიტყვა ჯოჯოხეთისაგან წარმომდგარა: „გაუთავებელი იცოდა ამ სოფელში სიცხეც და სიცივეც; თუ წვიმები იყო, აღარ გადიკარებდა, თუ დარი და მზე იყო, დაწვავდა ყოლიფერს… წვეთს აღარ მოწვიმდა, დოუთქმევიათ ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთმაც მეტი და ვარესი რა იცის! (ზურაბ გიორგაძე, დ. ვანი). ამგვარი ვერსია თვით ტოპონიმ ონჯოხეთ-სიტყვასთან ფონეტიკურად მსგავსი ჟღერადობის გამო უნდა გაჩენილიყო.

ივ. ჯავახიშვილი ონჯოხეთს ზანური წარმოშობის სახელწოდებად მიიჩნევდა. ანალოგიურ აზრს ავითარებდა არნ. ჩიქობავაც, ოღონდ არაფერი იყო ნათქვამი ამ ტოპონიმის კონკრეტულ შინაარსზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული იყო სახელწოდების სრულიად სწორი გრამატიკული ანალიზი: ო-ნ-ჯოხ-ეთ-ი. აშკარაა, რომ აქ ო-ეთ კონფიქსია, ძირია – ჯოხ- ელემენტი, -ნ- კი – ფონეტიკური დანართი.

ჭანურში დაცული -ჯოხ- ძირი ქართული ძახს- ძირის ზუსტი შესატყვისია,რაც ძახ-ილ- (და)-ძახ-ებ-ა. ფორმებში იჩენს თავს. ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ონჯოხეთი ნიშნავს: „საძახებელა ადგილები“, „ეჭოს გამომცემი ადგილი“, „საყვირალა“, „სა-ძახ-ეთ-ი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები